Accentnews.ge
ანჯეი დუდა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოავლინოს ღიაობა ახალი არჩევნების დანიშვნისთვის

ანჯეი დუდა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოავლინოს ღიაობა ახალი არჩევნების დანიშვნისთვის

30/11/2024 20:11:38 პოლიტიკა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს სალომე ზურაბიშვილსა და ანჯეი დუდას შორის სატელეფონო საუბრი შედგა.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

„მიმდინარე დემონსტრაციების უპრეცედენტო მასშტაბები, ისევე როგორც საქართველოს ადმინისტრაციის მრავალი წარმომადგენლის საჯარო პროტესტი არის მტკიცებულება ქართველ ხალხში ხელისუფლების გადაწყვეტილებისადმი ღრმა იმედგაცრუებისა და შეშფოთების შესახებ. გარდა ამისა, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მიმართ უზარმაზარი სიმტკიცის ჩვენება“, - ვკითხულობთ ოფიციალურ პრესრელიზში.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საპროტესტო აქციების ჩახშობის სისასტიკისა და სისხლისღვრის რისკის შესახებ დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში მომავალი მოვლენების გამო. ამიტომ, პრეზიდენტი ანჯეი დუდა "მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს თავშეკავება და წინდახედულობა, მოუსმინოს თავისი მოქალაქეების ხმას და უარი თქვას მათი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებაზე, გამოავლინოს ღიაობა ბოლო საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ყველა ეჭვის გარკვევაში და მზაობა ყოველგვარი ეჭვისგან თავისუფალი, ახალი არჩევნების დანიშვნისთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S