Accentnews.ge
მდინარაძე - აშშ-ის გადაწყვეტილებაზე: ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ, აქციას მუხტი მოაკლდა

მდინარაძე - აშშ-ის გადაწყვეტილებაზე: ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ, აქციას მუხტი მოაკლდა

30/11/2024 20:41:53 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აშშ-ის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ "აქციის მუხტს" უკავშირებს და გვთავაზობს შეთქმულების თეორიას.

"პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით:

1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ.

2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან.

3. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?

4. ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე.

5. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.

6. მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში.

რა ნაცების ტოპტვინები…" - წერს მდინარაძე.

აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენის პრეს–სპიკერი მეთიუ მილერი ავრცელებს.

"აშშ ევროკავშირთან ერთად წუხს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვგმობთ ქართველების წინააღმდეგ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, რომლებიც ლეგიტიმურად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს - ევროკავშირი საყრდენი ძალაა კრემლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა," - წერს მილერი სოციალურ ქსელში.

აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი მოეწერა 2009 წლის 9 იანვარს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S