გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
17/02/2020 06:03:02 საზოგადოება
გენო პეტრიაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ფინალში ანგარიშით 11:0 პოლონელი რობერტ ბარანი დაამარცხა.
ევროპის დასრულებულ პირველობაზე მთლიანობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჩვენს ნაკრებს ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი შესძინეს.


