გახარია: ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სანქციები არამხოლოდ გამართლებული, კრიტიკულად აუცილებელია
30/11/2024 21:12:40 პოლიტიკა
"საქართველოსთვის" დამფუძნებლის გიორგი გახარიას თქმით, “აშშ-ის პასუხი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე" ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას".
"ეს არის მიზანმიმართული და ორკესტრირებული სქემა - ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი, რომლის რეპრესიულმა კონტროლმა ჩვენი ერი ავტორიტარულ მმართველობამდე მიიყვანა.
ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ - კრიტიკულად აუცილებელი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად.
საერთაშორისო თანამეგობრობამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრინციპების დასაცავად და მტკიცედ დაუდგეს ქართველ ხალხს გვერდით”, - თვლის გახარია.


