
საპოლიციო ძალები ინტენსიურად იყენებენ წყლის ჭავლს
30/11/2024 21:20:49 საზოგადოება
პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ზუბალაშვილების ქუჩაზე საპოლიციო ძალები ინტენსიურად უშვებენ წყლის ჭავლს.
ხსენებული სპეცღონისძიების გამოყენება დაახლოებით 20 წუთია თითქმის უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
მანამდე შსს-მ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.
ასევე ვრცელდება ცნობები პარლამენტის წინ ერთი დემონსტრანტის დაკავების შესახებ.
მესამე ღამეა, თბილისში საპროტესტო აქციები იმართება. აქციები იმართება რეგიონებშიც.