
საპოლიციო ძალები აგრძელებენ დემონსტრანტების დევნა-დაკავებას
30/11/2024 21:56:45 საზოგადოება
საპოლიციო ძალებმა პარლამენტის წინა ტერიტორიაზეც გადმოინაცვლეს. ინტენსიურად იყენებენ სპეცსაშუალებებს, ასევე გრძელდება დევნა-დაკავება დემონსტრანტების.
ვრცელდება კადრები დაშავებული დემონსტრანტების. აქციის მონაწილეები ამბობენ, საპოლიციო ძალებმა ე.წ. გაზის ყუმბარა ქაშვეთის ტაძრის ეზოში, მოქალაქეების სიღრმეში ისროლეს. ისინი ამბობენ, რომ სამედიცინო დახმარების ჯგუფები ძალიან მცირეა და ერთმანეთს თავად ეხმარებიან.
თავდაპირველად აქციის დაშლის პროცესი ზუბალაშვილების ქუჩიდან დაიწყო. თავდაპირველად იყენებდნენ წყლის ჭავლს, შემდეგ დაიწყო დემონსტრანდების დევნა-დაკავება ვიწრო ქუჩებში.