Accentnews.ge
ესტონეთის საგარეო: სოლიდარობა ქართველ დიპლომატებსა და საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ახლა მათი შრომის ნაყოფს ართმევენ

ესტონეთის საგარეო: სოლიდარობა ქართველ დიპლომატებსა და საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ახლა მათი შრომის ნაყოფს ართმევენ

01/12/2024 01:22:21 პოლიტიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ დიპლომატებსა და საჯარო მოხელეებს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს.

"ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას და სოლიდარობას ყველა ქართველი დიპლომატისა და საჯარო მოხელის მიმართ, რომელიც დაუღალავად მუშაობდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ახლა ხედავენ როგორ ართმევენ მათი შრომის ნაყოფს!"- ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, რამდენიმე ქართველმა ელჩმა თანამდებობა დატოვა, ხოლო 100-ზე მეტი თანამშრომელი ერთობლივი განცხადებით გაემიჯნა ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ანალოგიური ერთობლივი განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა საჯარო სამსახურების თანამშრომლების ნაწილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S