პრემიერი – აშშ–ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე: "ეს არის ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორც სალომე ზურაბიშვილი"
01/12/2024 10:16:32 პოლიტიკა
"ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინასთან მიმართებით, ამას აკეთებენ ისინი უკვე საქართველოსთან მიმართებითაც. თუმცა ამას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა. ჩვენ დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტაციასთან. შესაბამისად, ეს არის ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორც სალომე ზურაბიშვილი", – ასე გამოეხმაურა პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ–ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფაქტს დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.


