კობახიძე: "მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიჰყვებოდა ჰელსინკის კომისია, ახლა რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე"
01/12/2024 11:07:40 პოლიტიკა
"ჩვენთვის მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია. დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიჰყვებოდა ჰელსინკის კომისია. ახლა რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა", – ასე უპასუხა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას "იცნობს თუ არა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის ჯო უილსონის პოზიციებს, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამნაიაშიც მონაწილეობდა და სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ განიხილება".


