კალაძე - თანამშრომლების განცხადებაზე: თვითლუსტრაციაა, ბევრი გადაადგილება იგეგმება
01/12/2024 13:56:27 პოლიტიკა
ყველას თავისი გზა აქვს,- ასე ეხმიანება კახა კალაძე თბილისის მერის თანამშრომლების ნაწილის განცხადებას, რომელშიც ისინი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებასა და ამ გადაწყვეტილების გამომწვევ მიზეზებს ემიჯნებიან. განცხადების მიხედვით, ხელმომწერებს ეს ნაბიჯი არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ.
"ჩემთვის ესეც გასაგებია. ჩვენ წინა კვირას, მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ირჩევენ ამ გზას. ეს მათი გადასაწყვეტია. ამას ველოდებოდი კიდეც, გულწრფელად გითხრათ, იმიტომ, რომ რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, ბევრი ცვლილება და გადაადგილება იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა".


