ამინდის 17-20 თებერვლის პროგნოზი
17/02/2020 07:19:26 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში - +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
18-20 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერი +12, +14 გრადუსამდე გათბება.


