
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი დაშავდა
01/12/2024 18:00:54 საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას თავში დაუდგენელი ნივთი მოხდა, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო.
ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ. პარალელურად, აქციის მონაწილეები სამართალმდაცველების მისამართით, პიროტექნიკის გამოყენებას აგრძელებენ.