
"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" მყოფი აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მიემართებიან
01/12/2024 18:39:49 საზოგადოება
"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" მყოფი აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მიემართებიან.
მათი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სპეცრაზმმა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია შედგა და ინტერვიუს დეტალები დაზუსტდა.
"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" შეკრებილების მოთხოვნად რჩება გადადგნენ ტელეარხის ხელმძღვანელი პირები: ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი.