Accentnews.ge
ლომჯარია - შსს-ს: აქ არის უზარმაზარი რაოდენობა ადამიანების და არ გაბედოთ მხუთავი აირის გამოყენება!

ლომჯარია - შსს-ს: აქ არის უზარმაზარი რაოდენობა ადამიანების და არ გაბედოთ მხუთავი აირის გამოყენება!

01/12/2024 19:48:19 საზოგადოება

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჩემი ხმის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხაზს უსვამს საპროტესტო აქციის მასობრიობას და შსს-ს აფრთხილებს, არ გამოიყენოს მხუთავი აირი.

"მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს: არ გაბედონ, გამოიყენონ მხუთავი აირი, იმიოტომ, რომ აქ არის უზარმაზარი რაოდენობა ადამიანების - მხუთავი აირის გამოყენება იწვევს ჭყლეტას, არ არის სასწრაფო და შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ დამთავრდეს. მხუთავი აირის ასეთ ვითარებაში გაშვება, როგორც გუშინ გააკეთეს, წინა აქციების დროს გააკეთეს, ეს არის ადამიანების წამება! ადამიანების სასიკვდილოდ გამეტება! ამიტომ, არ გაბედონ, გამოიყენონ მხუთავი აირი. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს არაერთგზის, არავინ იშლება. მოდის მეტი ადამიანი".

ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილ საკონსტიტუციო დავაზე:

"მათ უნდა ისწავლონ და სხვა ქვეყნებსა და ერებში არ შევეშალოთ! ვინც მათ აძლევს დირექტივას, როდის რა უნდა გააკეთონ და როდის ბოლომდე უნდა გადატეხონ სიტუაცია, ვერ არიან კარგი მრჩევლები - მათ სხვა ქვეყანაზე აქვთ ეს გამოყენებული. ისინი არ იცნობენ საქართველოს და არ იციან ქართველი ხალხის ხასიათი. ამიტომ, ვურჩევ ხელისუფლებას, მიაკითხონ საკონსტიტუციო სასამართლოს, შეაღვიძონ ტურავა, მოსამართლეები და მიიღონ გადაწყვეტილება. ეს ერთადერთი გზა დარჩათ მათ, რადგან სხვა გზა არ დაიტოვეს. არც ჩვენ არ გვაქვს უკან დასახევი გზა! ჩვენ თუ უკან დავიხევთ, ვტოვებთ სამშობლოს ამ რუსების ხელში, მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულს, გვტოვებენ რუსეთის კლანჭებში! ჩვენ უკან თუ დავიხევთ, ვერ გამოვიხსნით ადამიანებს, რომლებიც უკვე ციხეში ჰყავთ და იმ ადამიანებსაც, რომელთა შესახებაც მათ აქვთ ინფორმაცია და აუცილებლად დაიჭერენ - ეს ადამიანები მრავაწლიანი უსამართლო პატიმრობისთვის იქნებიან განწირულები!",- თქვა ლომჯარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S