Accentnews.ge
კობახიძე: მადლობა პირადად გომელაურს, შსს-მ პროცესები ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა

კობახიძე: მადლობა პირადად გომელაურს, შსს-მ პროცესები ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა

02/12/2024 07:28:05 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისევ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა".

"უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ შედგა და არც არასდროს შედგება. ეს ყველაფერი გამოჩნდა მათ შორის წელს, გაზაფხულის მოვლენების დროს და მიმდინარე დღეებშიც. იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა, უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაც-ვიღაცებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო დაფინანსებული რევოლუციური პროცესები საქართველოში. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში სამი რევოლუციური პროცესი ვიხილეთ და ეს ყველაფერი ხდებოდა სამწუხაროდ უცხოური დაფინანსებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, ვამაყობთ საკუთარი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და რა თქმა უნდა, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ბოლომდე გავუფრთხილდებით. არავის მივცემთ უცხოური ჩარევით ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შერყევის შესაძლებლობას

აქ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ ჩვენი სამართალდამცავი უწყებების განსაკუთრებულ როლს მადლობა ბატონ ვახტანგ გომელაურს, პირადად მას და თითოეულ პოლიციელს. მათი როლი ამ პროცესების სწორად მართვაში იყო განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის. ვიცით არაერთი ფაქტი, თუ რისი მოთმენა უწევდათ პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში. ეს იყო უმძიმესი შეურაცხყოფა, უმძიმესი ფიზიკური თავდასხმები, თუმცა, საბოლოო ჯამში, შსს-მ პროცესები მართა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. ნანახი გაქვთ ფრანგული, ჰოლანდიური, ამერიკული, გერმანული კადრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს იქაური პოლიციელები. როგორი უხეშია დაშლის ფორმები და ხშირად ეს დაშლა იღებს ხოლმე დარბევის სახეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S