Accentnews.ge
კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა გზა გადაკეტეს

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა გზა გადაკეტეს

02/12/2024 07:33:30 საზოგადოება

თბილისში, კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერად სკოლასთან გზა გადაკეტეს.

მანამდე სკოლის მასწავლებლებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მათი მოსწავლეების უკეთესი მომავლისთვის აქციებზე ქვეყნის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაკვეთილების ჩატარება.

სკოლის მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების პეტიციით, ისინი ევროინტეგრაციის შეჩერებას ემიჯნებიან და სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს მოსწავლეების გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ.

"გადადგით ნაბიჯი თქვენი სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად საქართველოს ახალგაზრდებისა და კონსტიტუციის მხარდასაჭერად!

ჩვენ, ხელმომწერები, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები და სტუდენტები, ვთხოვთ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს, გადამწყვეტ მომენტში გამოხატონ მხარდაჭერა საქართველოს მომავლისთვის და დადგნენ ჩვენს გვერდით". - წერია პეტიციაში.

კომაროვის სკოლის გარდა, დღეს სასწავლო პროცესი შეწყვეტილია სხვა კერძო და საჯარო სკოლებშიც. ამ წუთებში აქციას მართავენ 52-ე სკოლის მოსწავლეები. მანამდე ნიუტონის თავისუფალმა სკოლამ გაავრცელა განცხადება, რომ 2 დეკემბერს სკოლა არ იმუშავებს. სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელა მწვანე სკოლამაც. სწავლის შეჩერებაზე განცხადება გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიამაც გააკეთა. 1 დეკემბერს UG სკოლამ პედაგოგების გაფიცვიდან გამომდინარე ორი დღით სასწავლო პროცესის შეწყვეტა გამოაცხადა.მოსწავლეთა ნაწილი გაიფიცა ასევე საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში.ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის რამდენიმე კლასის მოსწავლეები დილიდან გაკვეთილებზე არ შევიდნენ. აქციას მართავენ ზუგდიდშიც სკოლის მოსწავლეები.

გარდა სკოლებისა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S