Accentnews.ge
აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს სისხლის სამართლის მუხლით

აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს სისხლის სამართლის მუხლით

02/12/2024 07:50:26 საზოგადოება

შსს-მ სისხლის სამართლებრივი ბრალდებით თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ორი მონაწილე. მათ ბრალად სდებენ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება.

შსს-ს განცხადებით, დაკავებული არიან 2007 წელს დაბადებული მ.გ. და 2003 წელს დაბადებული გ.მ.

მათთვის წაყენებული ბრალი შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, გ.მ-მ 9 აპრილის ქუჩაზე პიროტექნიკის სროლის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შსს-ს თანამშრომელს, ხოლო მ.გ.-მ პარლამენტის შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთი ისროლა, რის შედეგად ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.

შსს-ს აცხადებს, რომ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სულ სამი პირია დაკავებული.

რაც შეეხება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, შსს-ს მონაცემებით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დაკავებულია 224 პირი.

შსს-ს აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის წარდგენილი 98 პირის საქმიდან წარმოება დასრულდა 74-ის მიმართ, მათგან 36 დაჯარიმდა, 34-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 4-ს შენიშვნა მიეცა.

სასამართლოში გრძელდება სხვა დაკავებულთა საქმეების განხილვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S