
"მაუწყებელი": რუსთაველის მეტროში დარბევისას დაიჭირეს ჩვენი ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი
02/12/2024 07:55:37 საზოგადოება
ონლაინ მედია-პლატფორმა "მაუწყებელის" ცნობით, რუსთაველის მეტროში მომხდარი დარბევის დროს, მათი ჟურნალისტი, გიორგი ჩაგელიშვილი, დააკავეს.
"რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევის დროს დაიჭირეს მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი". - იტყობინება მედიაორგანიზაცია.
2 დეკემბრის დილის საათებში საპოლიციო ძალების წარმომადგენლები რუსთაველის მეტროში მოქალაქეებს დაედევნენ - აქციის რამდენიმე მონაწილეს ცემეს და დააკავეს.