Accentnews.ge
პრემიერი: ვისაც გაუჭირდა წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება, გულწრფელი ადამიანებს ვთავაზობთ დისკუსიას, თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას

პრემიერი: ვისაც გაუჭირდა წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება, გულწრფელი ადამიანებს ვთავაზობთ დისკუსიას, თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას

02/12/2024 07:53:21 პოლიტიკა

"მე მინდა შევთავაზო ყველას, ვისაც გაუჭირდა წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება, ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის. თუმცა აქაც იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს, თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოების წარმომადგენლებს ღია დისკუსია გამჭვირვალობის კანონზე, ამოქმედდა ლიბერალური ფაშიზმი და ყველას აუკრძალეს აქ მოსვლა.

დღეს ასევე ვართ გახსნილი დისკუსიისთვის, ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო ის, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო, გნებავთ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხზე, რაც დაკავშირებულია ჩვენს განცხადებასთან. აქაც, დარწმუნებული ვარ, ამოქმედდება ლიბერალური ფაშიზმი და არცერთ ასეთ ადამიანს, გულწრფელ ადამიანს არ მისცემენ დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას, იმიტომ, რომ ასეთია ლიბერალური ფაშიზმის ბუნება.

თითოეული მოქალაქე არის ჩვენთვის ძვირფასი და განსაკუთრებული ყურადღებით მივუდგებით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის აზრს, მით უმეტეს, როცა საუბარია გულწრფელ ადამიანებზე.

დღეს პროტესტს გამოხატავს ადამიანების ის ნაწილიც, რომლებიც არიან გულწრფელები, მე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ძალადობრივ დაჯგუფებებზე, არიან გულწრფელი ადამიანებიც და სწორედ მათთვისაა ჩვენი შეთავაზება, ნებისმიერი ფორმით ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია ნებისმიერ საკითხზე, თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების რაიმე მიღებას, თუმცა, ამისთვის საჭირო ჯანსაღი დისკუსია და არა ლიბერალური ფაშიზმი და ძალადობა, რასაც ვერანაირი წარმატება ვერ ექნება", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომაზე განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S