Accentnews.ge
პრემიერი: "სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან"

პრემიერი: "სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან"

02/12/2024 08:08:58 პოლიტიკა

"პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რა თქმა უნდა, ისინი ხვდებიან, თუ რაში აქვთ თავი შეყოფილი, თუმცა პატრონის დავალება არის პატრონის დავალება და ამაზე უარის თქმა მათთვის არის უბრალოდ შეუძლებელი, ასეთია აგენტის ბედი და ასეთია აგენტის ხვედრი. რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის. თქვენ წაიკითხავდით დილით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი არის დაკავებული ძალიან მძიმე სავარაუდო დანაშაულისთვის და მას ემუქრება 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა იმის გამო, რომ მძიმედ დააზიანა ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობა. ეს არის ამ ავანტიურისტების პასუხისმგებლობა. არის ოთხი პარტია - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ, პრაქტიკულად ღიად განაცხადეს, რომ ისინი დგანან ამ კოორდინირებული ძალადობის უკან, რა თქმა უნდა, ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ამისთვის, შესაბამისად ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ისინი ვერ გასცდებიან პატრონის დავალებას, თუმცა მაინც კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, თუ რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ მცდელობასთან, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომაზე განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S