Accentnews.ge
პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

17/02/2020 07:12:26 საშინაო პოლიტიკა

თბილისში, პარლამენტთან ვითარება დაიძაბა. საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა აქტივისტმა პარლამენტში შესასვლელი კარისკენ გაიწია და შესვლა სცადა.

„ბიძინას ბოსტანია თუ ზოოპარკია, განმარტეთ მაინც რატომ არ გვიშვებთ“, - მიმართეს აქტივისტებმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს.

ცნობისთვის: დღეს პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, სამართალდამცველები კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S