პრემიერი იმ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც "ოცნების" გადაწყვეტილებას გაემიჯნენ: კარგია, რომ სისტემა იწმინდება
02/12/2024 08:17:56 პოლიტიკა
"ამ პროცესში რაც არის კარგი - სისტემა იწმინდება, სხვადასხვა კუთხით იწმინდება სისტემა და თვითწმენდის რეჟიმზეა პრაქტიკულად ეს სისტემა გადასული. რა თქმა უნდა, ეს პროცესიც ბოლომდე იქნება მიყვანილი. კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხაზი უნდა გაესვას და რაც განათლებასთანაა დაკავშირებული, აშკარად გამოიკვეთა ის, რაც იკითხებოდა თავის დროზე PISA-ის ტესტებიდან - საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება, იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა", – ასე გამოეხმაურა პრემიერ–მინისტრი საჯარო მოხელეების ნაწილის პოზიციას, გაემიჯნოს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას.


