Accentnews.ge
სარჯველაძე: გასული დღე-ღამის განმავლობაში აქციებიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს

სარჯველაძე: გასული დღე-ღამის განმავლობაში აქციებიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს

02/12/2024 08:37:37 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციებიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს.

როგორც მან ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დაშავებულ მოქალაქეებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ. თუმცა ყურადღება გაამახვილა პოლიციელების დაზიანებებზე.

„ამ დროისთვის, გასული ღამის განმავლობაში, კლინიკებში 37 ადამიანი იქნა გადაყვანილი. არცერთ მათგანთან მიმართებით არ არის რაიმე სახიფათო და საყურადღებო ვითარება. ამ 37 ადამიანიდან, 24 ადამიანი არის აქციის მონაწილე, 12 ადამიანი პოლიციელი, რომელიც ასევე იქნა გადაყვანილი. უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმეა ის ტრავმები, რომლითაც შედიან პოლიციელები, მათ მოქალაქეებზე მეტად აქვთ ტრავმები. პოლიციელებს აღენიშნებათ ტრავმები, რომელიც გამოწვეულია, მათ შორის, მძიმე მეტალის ნივთების სროლით და ა.შ. საკმაოდ საყურადღებო და სახიფათო ტრავმებზეა საუბარი. ყველას მოვუწოდებ დავიცვათ არა უბრალოდ მშვიდობა და მართლწესრიგი, არამედ ერთმანეთის ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია, ყველას კარგად ესმოდეს, რომ პიროტექნიკის დამიზნებით სროლა ადამიანისთვის, მაშინ როცა არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სახიფათო პროდუქტია, საზიანოა. ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, რათა გაუფრთხილდნენ სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საპოლიციო ძალებმა 1-2 დეკემბრის აქციაზეც არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები. დაფიქსირდა დემონსტრანტებზე ძალადობის არაერთი ფაქტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S