
სარიშვილი: დაკავებულია ჩემი უფროსი შვილი, როგორც ვიცი, ურტყეს
02/12/2024 08:46:40 საზოგადოება
საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს ადვოკატები და მათი ახლობლები ეძებენ. 2 დეკემბერს, დილით დაკავებულებს შორის არის ლუკა სარიშვილიც.
მისი დედის - ირინა სარიშვილის ცნობით, აქვს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა გადაჰყავთ ავჭალის წინასწარი დაკავების იზოლატორში.
"დაკავებულია ჩემი უფროსი შვილი ლუკა სარიშვილი - ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ველაპარაკე, მითხრა, "ჭავჭავაზეზე ვართ ჩამოსული, გადაკეტილიაო" - ღამით რუსთაველზე იყო. ამის შემდეგ მალევე პირდაპირ ეთერში ვნახე, როგორ აკავებენ. როგორც ვიცი, ურტყეს. ველოდები ადვოკატს, რომ მდგომარეობის შესახებ ამბავი გამომიტანოს",- თქვა სარიშვილმა.
შსს-ს ცნობით, აქციებზე ჯამში 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ადვოკატების ცნობით, თბილისში, იზოლატორებში ადგილების უქონლობის მოტივით, ნაწილი მათგანი რეგიონებში გადაჰყავთ.