
ადვოკატი - დაკავებულ დემონსტრანტზე: სახის არეში დაზიანებები, ჭრილობები აღენიშნება, ტანის არეში - დაბეჟილობები, მხედველობა დაქვეითებული აქვს
02/12/2024 09:46:20 საზოგადოება
ავჭალის დროებითი დაკავების იზოლატორში 2 დეკემბრის დილით აქციაზე დაკავებული მომიტინგის მონახულების შემდეგ ადვოკატმა თქვა, რომ მას - გიორგი ქინქლაძეს სახის არეჭი დაზიანებები აღენიშნება.
ადვოკატის ცნობით, ის შინ მიმავალ გზაზე დააკავეს.
„მას სახის არეში ხილული დაზიანებები, ჭრილობები აღენიშნება. ასევე, აღენიშნებოდა ტანის არეში დაბეჟილობები. მარცხენა თვალზე მხედველობა დაქვეითებული აქვს, ფაქტობრივად, დოკუმენტი, რომელიც მასთან ერთად შევადგინე, ვერ წაიკითხა, იმ თვალიდან ვერ ხედავდა ნაწერს, როგორც მითხრა, პირველადი სამედიცინო დახმარება დროებითი მოთავსების იზოლატორში გაეწია. ის იმ დროს დააკავეს, როცა სამ მეგობართან ერთად სახლში მიდიოდა, რუსთაველის მეტროში ჩასვლამდე დააკავეს. მას ფიზიკურად დაკავების მომენტში გაუსწორდნენ, თავს ნიღბიანი ადამიანები დაესხნენ, ხელები გაუკავეს, ფეხებისა და მუხლების გამოყენებით სცემეს", - განაცხადა არქანიამ.
საპოლიციოო ძალებმა 1-2 დეკემბრის აქციებზეც არაერთხელ გამოიყენეს სპეცსაშუალებები. დაფიქსირდა დემონსტრანტებზე ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი.
საია: შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს