Accentnews.ge
პრეზიდენტი: სკოლების ჯერია, გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს

პრეზიდენტი: სკოლების ჯერია, გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს

02/12/2024 09:54:53 პოლიტიკა

„უნივერსიტეტების შემდეგ, სკოლების ჯერია, გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს მთელ საქართველოში“, - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

დღეს სასწავლო პროცესი შეწყვეტილია სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლების ნაწილში, მათ შორის:

  • თბილისის კომაროვის სკოლაში;
  • 29 ნოემბერს "ნიუტონის თავისუფალმა სკოლამ" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ 2 დეკემბერს სკოლა არ იმუშავებს.
  • 29 ნოემბერს სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელა "მწვანე სკოლამაც".
  • მოსწავლეთა ნაწილი გაიფიცა ასევე საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში;
  • სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამაც.
  • ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის რამდენიმე კლასის მოსწავლეები დილიდან გაკვეთილებზე არ შევიდნენ;
  • გაფიცულია თბილისის 52-ე საჯარო სკოლაც;

გარდა სკოლებისა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S