მინისტრი: საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება მიუღებელია, უნდა აღადგინონ სასწავლო პროცესი
02/12/2024 10:05:22 პოლიტიკა
განათლების ახლად დანიშნულ მინისტრ ალექსანდრე წულაძის თქმით, საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება მიუღებელია.
"ჩემთვის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. ჩვენ როგორც საჯარო მოხელეებმა უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს, სწორედ ამას ითვალისწინებს ავტორიზაციის პრინციპებიც. შესაბამისად, ყველა სკოლა, თუ უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს.
სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა. პირადად მე ვთვლი, რომ სასწავლო პროცესის მიზანმიმართული შეფერხება საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაა. ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან მოწონებული, პირიქით, მათ დაუყოვნებლივ უნდა აღადგინონ სასწავლო პროცესი და განაგრძონ ვალდებულებების შესრულება“ - თქვა წულაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
28 ნოემბრის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით აგორებულ პროტესტს საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი შეუერთდა - პროტესტის ნიშნად გაიფიცა უნივერსიტეტებისა და სკოლების ნაწილი გაიფიცა.


