Accentnews.ge
სახალხო დამცველი: 156 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც არის თითქმის 80%

სახალხო დამცველი: 156 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც არის თითქმის 80%

02/12/2024 10:08:10 საზოგადოება

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა უკვე 156 ადამიანი მოინახულეს და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც დაკავებულთა თითქმის 80%-ია.

"156 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც არის თითქმის 80%. ეს ძალიან შემაშფოთებელი რაოდენობა იმიტომ, რომ თუ დავაკვირდებით დინამიკას, მათ შორის წინა მანიფესტაციების, საგანგაშოდ იზრდება იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი", – განაცხადა მან.

ლევან იოსელინმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცველებს, "არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს და გამოიყენონ მხოლოდ ლეგიტიმური ძალა მოქალაქეების მიმართ და რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყველა ასეთ შემთხვევაზე მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება".

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები დაკავებულების მოსანახულებლად დღესაც იზოლატორებში იმყოფებიან:

„ეს არის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველო. თითქმის ყველა ქალაქში, სადაც არის იზოლატორები და არიან დაპატიმრებული ადამიანები, ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან და ამ წუთშიც აგრძელებენ თავიანთი უფლება-მოსილების შესრულებას. ამავე დროს, არსებობს "ცხელი ხაზი" და მოვუწოდებ ყველას, მომართონ "ცხელ ხაზს" და მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ უფლებადარღვევის შესახებ, რაც მათთვის გახდა ცნობილი. შესაბამისად, როგორც კი ვადგენთ ჩვენ, ჩვენი მხრიდან დაკავებულების ადგილსამყოფელს, ასევე, ვაწვდით მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ა.შ.“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S