Accentnews.ge
ზურაბიშვილი: "სირცხვილია, როცა არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში"

ზურაბიშვილი: "სირცხვილია, როცა არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში"

02/12/2024 10:24:36 პოლიტიკა

„სირცხვილია როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვითომც და თანამშრომელებთან შეხვედრისთვის!!!! სირცხვილი იქნება თუ ამას არ მოყვება კიდევ მეტი პროტესტი იმათგან ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა, როგორც ასახულია კონსტიტუციაში!!! [...] არალეგიტიმური პრემიერი მივიდა საგარეოში… რისთვის ალბათ იმისთვის რომ თანამშრომლებს დაემუქროს: აპირებენ რეორგანიზაციით გაუშვან ყველას ვინც ხელს აწერს პროტესტს”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ცნობისთვის: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერ-მინისტრ ირკალი კობახიძის მისვლის გამო, სამინისტროსთან აქტივისტები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

ოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა თანამშრომლებისთვის ახალი მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის წარსადგენად.

სამინისტროდან გამოსული კობახიძე აქციის მონაწილეებმა საპროტესტო შეძახილებით გააცილეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S