Accentnews.ge
"გადი გაკვეთილიდანო" - შინდისის ბრძოლის გმირის შვილი აქციების შესახებ მასწავლებელთან კამათზე ყვება

"გადი გაკვეთილიდანო" - შინდისის ბრძოლის გმირის შვილი აქციების შესახებ მასწავლებელთან კამათზე ყვება

02/12/2024 10:46:17 საზოგადოება

2008 წლის ომის გმირის, შინდისის ბრძოლის მონაწილე ემზარ წილოსანის შვილი მარიამ წილოსანი ყვება, რომ ლანჩხუთში, სკოლაში პედაგოგთან საპროტესტო აქციების შესახებ კამათის შემდეგ მან და მისმა თანაკლასელებმა საკლასო ოთახი დატოვეს.

“შენ ახლა თუ მოგწონს, თბილისში ბავშვები რომ დგანანო და ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რაც არ შეეფერებათო". მე ამაზე ვუთხარი, რომ ეგ ბავშვები არასდროს არაფერს აკეთებენ და პირიქით, მომწონს ის საქციელი, რასაც ისინი აკეთებენ და მათ გვერდით ვდგავარ-მეთქი. ვკითხე, თქვენ თუ იცით, "ბავშვებს როგორ ექცევიან და რას აკეთებენ, რომ ადამიანი სიკვდილამდე მიჰყავთ".

მიპასუხა, "ადამიანი რომ ცემეს, ჟურნალისტი, მარტო ეგო?" ვუპასუხე, რომ "მარტო ეგ არა, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ცემენ, ურტყამენ და პოლიციელი არ ასრულებს თავის მოვალეობას-მეთქი".

მერე მასწავლებელმა აწია ხელები, რომ "ვსო, მე შენთან აღარ გავაგრძელებ არაფერსო", ლაპარაკი იგულისხმა ალბათ, არ ვიცი. "თუ არ გააგრძელებთ, მაშინ მე ავდგები და გავდივარ გაკვეთილიდან-მეთქი". "გადი გაკვეთილიდანო, თუ გამოგყვებიან ეს ბავშვებიც, წამოგყვნენო". ავდექით ბოლოს და გავედით გაკვეთილიდან, ” - თქვა მარიამ წილოსანმა "ტვ პირველთან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S