
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სასწავლო პროცესს 10 დღით წყვეტს
02/12/2024 11:30:32 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სასწავლო პროცესს 10 დღით წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას კონსერვატორია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 10 დღით წყვეტს სასწავლო პროცესს“,- ნათქვამია მოკლე განცხადებაში.
28 ნოემბრის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით აგორებულ პროტესტს საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი შეუერთდა - პროტესტის ნიშნად გაიფიცა უნივერსიტეტებისა და სკოლების ნაწილი გაიფიცა.