Accentnews.ge
იურისტის რჩევები: სამსახურის დატოვების მუქარა დაადოკუმენტირეთ, თქვენი ნებით არ დაწეროთ განცხადება

იურისტის რჩევები: სამსახურის დატოვების მუქარა დაადოკუმენტირეთ, თქვენი ნებით არ დაწეროთ განცხადება

02/12/2024 12:10:05 საზოგადოება

ვრცელდება ცნობები, რომ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გაემიჯნენ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, ზეწოლა ხორციელდება. ამგვარადაც იქნა აღქმული პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს, 2 დეკემბერს გაკეთებული განცხადება.

"კიდევ რაც არის კარგი ამ პროცესებში - სისტემა იწმინდება, სხვადასხვა კუთხით იწმინდება სისტემა, თვითწმენდის რეჟიმზეა პრაქტიკულად გადასული. რა თქმა უნდა, ეს პროცესიც იქნება ბოლომდე მიყვანილი",- თქვა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

TI-ის იურისტი თეო ზაქარაშვილი საჯარო მოხელეებს იურიდიული რჩევებით მიმართავს. მანამდე სამოქალაქო ორგანიზაციებმა უფასო იურიდიული დახმარება შესთავაზეს მათ.

"საჯარო მოხელეებო, თუ თქვენი განცხადებების გამო ვინმე სამსახურიდან წასვლას გაიძულებთ:

  • 1. არ დაწეროთ საკუთარი ნებით განცხადება, ეს მხოლოდ აიოლებს თქვენს გაგდებას;
  • 2. ასეთი მუქარა როგორმე დაადოკუმენტირეთ, ბევრი ხერხია - თქვენ აარჩიეთ, რომელი გიჯობთ და მოგიხერხდებათ;
  • 3. მუქარაზე მინუმუმ სახალხო დამცველს მიმართეთ განცხადებით. ბევრი სხვა საშუალება არ მუშაობს, სახალხო დამცველის შესაბამისი დეპარტამენტების კარგი თანამშრომელების იმედი მაქვს და ღირს აქ განცხადების გაგზავნა;
  • 4. დაგვირეკეთ და გვითხარით ამის შესახებ არასამთავრობოებს (კიდევ უფრო მეტად ინდივიდუალურად დავგეგმავთ, რით დაგეხმაროთ);
  • 5. თუ გეტყვიან, რომ სამსახურში აღარ გამოცხადდეთ, რადგან გაგიშვეს, მოითხოვეთ გათავისუფლების ბრძანების ჩაბარება. თუ არ გაბარებენ, ჩვეულებრივ გამოცხადდით სამსახურში. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ გამოუცხადებლობის საბაბით გაგაგდონ.
  • 6. თუ გათავისუფლების ბრძანება ჩაგბარდათ, მიმართეთ იურისტს ( ჩვენ და სხვა არასამთავრობოებს) და ინდივიდუალურად გადაწყდება, რა სამართლებრივი გზების გამოყენება ჯობს.
  • 7. ეს ყველა, რაც ზემოთ წერია, მათი მხრიდან უკანონო ქმედებებია, თუმცა საჭიროებს სწორ სამართლებრივ რეაგირებას. ამიტომ ჯობს, ვიმოქმედოთ.

მადლობა ყველა თქვენგანს, სწორია ახლა არგაჩუმება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S