Accentnews.ge
"ვიღებ გამოწვევას!" - ხიდაშელი კობახიძესთან დისკუსიისთვის მზაობას აცხადებს

"ვიღებ გამოწვევას!" - ხიდაშელი კობახიძესთან დისკუსიისთვის მზაობას აცხადებს

02/12/2024 12:19:16 პოლიტიკა, საზოგადოება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელი მზადყოფნას გამოთქვამს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საჯარო დისკუსია გამართოს. მანამდე კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ "ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს" სთავაზობს დისკუსიას.

“სად გვიბარებს, სად უნდა მივბრძანდეთ საჯარო დებატებისთვის? რომელ საკითხებზე ითხოვს საჯარო დებატებს? ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ - ვიღებ გამოწვევას!

მე, თინათინ ხიდაშელი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მთელი ჩემი პროფესიული კარიერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლაში გავლიე, ადამიანი, რომელიც ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის გზაზე ვარ აგერ უკვე 25 წელზე მეტია, ქვეყნისთვის მეტი სარგებლის, მეტი სტრატეგიული პარტნიორობის, მეტი პროგრამების მოსაზიდად.

მე, ადამიანი, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში ვიბრძოლე და მოვიპოვე ამერიკელებისგან საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამოცანებზე მორგებული ხელშეკრულება (ნაცვლად სამშვიდობო მისიებისთვის წვრთნების ხელშეკრულებისა) მზად ვარ ნებისმიერი საჯარო დებატებისთვის კაცთან, რომელიც თავის თავს საქართველოს პრემიერს ეძახის და ამ პოსტზე დანიშვნის დღიდან ქვეყნის ევროპული პერსპექტივის განადგურება, ამერიკული წვრთნების პროგრამის შეჩერება, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან პროგრამების გაჩერება მოახერხა. და ბოლოს, ზუსტად იანუკოვიჩის დარად ქვეყანას ამცნო, რომ ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ევროკავშირის კარი გაიღო ახალი გაფართოებისთვის "2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის მოთხოვნით აღარ მიმართავს".

"მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო ან არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“ - სად მოვიდეთ, როდის, რომელ ეთერში”, - წერს თინა ხიდაშელი “ფეისბუქის“ გვერდზე.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კობახიძესთან დისკუსიისთვის მზაობას აცხადებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S