
შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა თანამდებობა დატოვა
02/12/2024 12:23:04 საზოგადოება
შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა გიორგი გაბეხაძემ თანამდებობა დატოვა,- ამის შესახებ თავად წერს სოციალურ ქსელში.
"დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა და დავეთხოვო შსს სამინისტროს სისტემიდან" - წერს ის.