Accentnews.ge
ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა 10 პირს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და ვახტანგ გომელაურს სანქციები დაუწესეს

ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა 10 პირს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და ვახტანგ გომელაურს სანქციები დაუწესეს

02/12/2024 12:49:40 პოლიტიკა

ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა 10 პირს, მათ შორის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და შინაგან სამქეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს სანქციები დაუწესეს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ათივე პირს ხსენებულ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ.

"ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო ლიეტუვაში შესვლაზე უარი ეთქვათ: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირაძეს და თეიმურაზ კუპატაძეს", – წერს ლანდსბერგისი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S