Accentnews.ge
პრემიერი: "გუშინ, გუშინწინ არ იყო არავითარი ძალის გადამეტების შემთხვევებიც კი"

პრემიერი: "გუშინ, გუშინწინ არ იყო არავითარი ძალის გადამეტების შემთხვევებიც კი"

02/12/2024 13:44:08 პოლიტიკა

"თქვენ ხედავდით გუშინ, გუშინწინ არ იყო არავითარი ძალის გადამეტების შემთხვევებიც კი. თავიდან ბოლომე სისტემური ძალადობა იყო ინიცირებული მომიტინგეების მხრიდან. რეაგირება პოლიციელების მხრიდან იყო თავიდან ბოლომდე პროპორციული, თუმცა არავითარი რეაგირება, არავითარი განცხადება მომიტინგეების სისტემურ, წინაწარ დაგეგმილ, კოორდინირებულ ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენ არ მოგვისმენია , რაც არის ძალიან სამწუხარო, მით უმეტეს , რომ ასეთ დუმილს, ძალადობრივი დაჯგუფებები აღიქვამენ, როგორც მწვანე შუქს ძალადობის გასაგრძელებლად. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საერთაშორისო სუბიექტებს, დაეგმოთ სისტემური ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ და არა მარტო მათ წინააღმდეგ, ძალადობის ობიექტები არიან სხვადსხვა ადამიანები", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

ცნობისთვის: გუშინ პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა და სცემა მეტროსადგურ "რუსთაველის" ზედა ვესტიბიულში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა დაშალა და მათ გასასვლელად დაუტოვა მეტრო, ზანდუკელის ქუჩა და ელბაქიძის დაღმართი.

რუსთაველის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით დაძრულ აქტივისტებს გადაკეტილი დახვდათ რესპუბლიკის მოედანი და კოსტავას ქუჩა. მათი ნაწილი მეტროში შევარდა, პოლიციელები დაედევნნენ აქციის მონაწილეებს, შეცვივდნენ მეტროს ფოიეში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ადამიანებს, რამდენიმე მათგანი დააკავეს, მათ შორის გამოცემა "მაუწყებლის" ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი და დატოვეს ტერიტორია.

ჩაგელიშვილი პოლიციელებს უხსნიდა, რომ ჟურნალისტი იყო და მათ წინააღმდეგობას არ უწევდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S