აშშ–ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე: "ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე, როგორც კი [ტრამპის] ინაუგურაცია შედგება, ჩვენ ძალისხმევას მივმართავთ, რომ გადაიტვირთოს ქართულ–ამერიკული ურთიერთობები"
02/12/2024 13:54:49 პოლიტიკა
"ასეთი პრაქტიკული დატვირთვა ამ პარტნიორობას არ ჰქონდა. ჩვენ არ გვქონდა არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა, რაც ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს სტრატეგიული პარტნიორობიდან. სამწუხაროდ, მთელი ამ წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით ჩვენ გვქონდა მცდელობა, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო შემხვედრი ნაბიჯები. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, აქციების კუთხით დიდი ფასი არ აქვს. უბრალოდ ხდება ასეთი რამ: 20 იანვარს უნდა შედგეს აშშ–ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და მოქმედი ადმინისტრაციაც ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე ფონი დაახვედროს ჩვენს რეგიონში ახალ ადმინისტრაციას. ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე, როგორც კი [ტრამპის] ინაუგურაცია შედგება, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ–ამერიკული ურთიერთობები", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.


