Accentnews.ge
პრემიერი: როგორც კი ჩაცხრება ვითარება, რაც მოხდება ძალიან მალე და პრაქტიკულად აქეთ მიდის პროცესი, ეს დაეტყობა ლარის კურსს

პრემიერი: როგორც კი ჩაცხრება ვითარება, რაც მოხდება ძალიან მალე და პრაქტიკულად აქეთ მიდის პროცესი, ეს დაეტყობა ლარის კურსს

02/12/2024 14:24:00 პოლიტიკა

"ეს არის დროებითი მოვლენა, რაც შეეხება ლარის კურსს. რა თქმა უნდა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება, რაც მოხდება ძალიან მალე და პრაქტიკულად აქეთ მიდის პროცესი, ეს დაეტყობა ლარის კურსს. ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა, ეს არის დროებითი მოვლენა", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს საღამოს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

ცნობისთვის: 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 6.84 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8478 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 6.19 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9967 ლარი გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S