Accentnews.ge
ილიაუნიგან საპროტესტო მსვლელობა იმართება

ილიაუნიგან საპროტესტო მსვლელობა იმართება

02/12/2024 14:49:58 საზოგადოება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა იმართება. ისინი უერთდებიან ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომელიც ქვეყანაში აგორდა 28 ნოემბრის შემდეგ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების წინააღმდეგ, შეაჩეროს 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. გარდა ამისა, დემონსტრანტები გმობენ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ამ წუთებში რუსთაველზე, პარლამენტის შემობის წინ იკრიბებიან დემონსტრანტები.

პარალელურად, აქციები იმართება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში - პატარა თუ დიდ ქალაქებში.

საპოლიციო ძალებმა არაერთგზის დაშალეს ძალის გამოყენებით მომიტინგეები, დაფიქსირდა დემონსტრანტებზე ძალადობის არაერთი ფაქტი. ამ დროისთვის 200-ზე მეტი პირის დაკავების შესახებაა ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S