Accentnews.ge
რუსთაველზე წყლის ჭავლის გამოყენება უკვე დაიწყეს

რუსთაველზე წყლის ჭავლის გამოყენება უკვე დაიწყეს

02/12/2024 15:25:16 საზოგადოება

რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც მოქალაქეები ჯერ კიდევ იკრიბებიან, წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს საპოლიციო ძალებმა.

დემონსტრანტები პარლამენტთან დამონტაჟებულ ლითონის ბარიერებზე აბრახუნებდნენ და ასე ცდილობდნენ ხმაურის გამოწვევას. სავარაუდოდ, ეს გახდა დემონსტრანტების დაშლის მცდელობის მიზეზი.

დემონსტრანტები ადგილზე ჩნდებიან, პარალელურად რამდენიმე ადგილზე იმართება საპროტესტო მსვლელობები და ცნობილია, რომ ისინი რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან.

რუსთაველი ამ დროისთვის გადაკეტილია.

აქციები იმართება რეგიონების მასშტაბითაც.

28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, როგორც თავად ამბობენ, 2028 წლამდე, პროტესტი აგორდა. საპოლიციო ძალები იყენებენ სპეცსაშუალებებს, ფიქსირდება ძალადობის არაერთი ფაქტი, დაკავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S