Accentnews.ge
შტაინმაიერი: ევროპა საქართველოს მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს

შტაინმაიერი: ევროპა საქართველოს მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს

02/12/2024 15:30:56 პოლიტიკა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო. ამის შესახებ შტაინმაიერის სპიკერი, სერსტინ გამელინი X-ზე წერს.

"საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ტოვებს, რომლის ვალდებულებაც საქართველომ კონსტიტუციით აიღო. ევროპა მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს, თუმცა ის კვლავ ღია რჩება მოქალაქეთა ევროპული მისწრაფებებისთვის". - თქვა გამელინის ცნობით, შტაინმაიერმა ზურაბიშვილთან საუბრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S