Accentnews.ge
სპეცდანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკაა მობილიზებული თავისუფლების მოედანზეც

სპეცდანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკაა მობილიზებული თავისუფლების მოედანზეც

02/12/2024 16:09:42 საზოგადოება

თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულის რაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. ამასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირის მხრიდანაც.

ასევე, საპოლიციო ძალები დგანან როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩაზე. მათ ორივე ქუჩა გადაკეტილი აქვთ კორდონით. ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. მათ გამზირი სრულად აქვთ გადაკეტილი.

ცოტახნის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმა, წყლის ჭავლი გამოიყენა პარლამენტის წინა ფასადიდან, ამის მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტს მაინც აგრძელებენ.

ცნობისთვის: აქციის მონაწილეები აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს. აქციები იმართება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S