
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დაკავება დაიწყეს
02/12/2024 18:08:54 საზოგადოება
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დაკავება დაიწყეს.
ადგილზე მათ რამდენიმე მოქალაქე უკვე აიყვანეს.
რუსთაველის გამზირის ის მონაკვეთი, სადაც პარლამენტის შენობა მდებარეობს, აქციის მონაწილეებისგან პრაქტიკულად გათავისუფლებულია. სპეცრაზმმა ასევე მთლიანად გაათავისუფლა ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები.
აქციის მონაწილეებმა ალექსანდროვის ბაღთან გადაინაცვლეს, ნაწილი კი რუსთაველის მეტროს მიმართულებით წავიდა.
პარლამენტის წინა ტერიტორია მთლიანად სპეცრაზმმა დაიკავა.
საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. გაზის კაფსულები გამოიყენა.
აქციის დაშლამდე შსს–მ მომიტინგეები გააფრთხილა.