
აქციაზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი და ოპერატორები დაშავდნენ
02/12/2024 20:07:34 საზოგადოება
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველების მიერ გაზის კაფსულის გამოყენების შემდეგ მათი გადამღები ჯგუფი დაშავდა.
ტელეარხის ინფორმაციით, ჟურნალისტ თეო ხუბულავას, ოპერატორებს ლევან ქართველიშვილსა და ბადრი გამრეკლაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფოს მედიკოსებმა აღმოუჩინეს.