Accentnews.ge
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ნაწილი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ნაწილი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება

02/12/2024 20:17:06 საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ნაწილი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება.

განცხადებას ამ დროისთვის 149 თანამშრომელი აწერს ხელს.

"ჩვენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, წლების მანძილზე აქტიურად ვართ ჩართულები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რასაც საბოლოოდ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის ისტორიული სტატუსის მინიჭება მოჰყვა.

საქართველოს მთავრობის განცხადება მოლაპარაკების გახსნის მომდევნო 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით, ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ათწლეულების განმავლობაში, ვინაიდან მოლაპარაკების გახსნიდან წევრად ქცევამდე ეტაპი ცალკე აღებული, თავისთავად ხანგრძლივი პროცესია და ამავდროულად, ევროკავშირის წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ კანდიდატი ქვეყნის სურვილზე, საჭიროებს, თავად ევროკავშირის შიგნით შესაბამისი პოლიტიკური სურვილისა და მზაობის არსებობას.

ჩვენ, შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომლები ვემიჯნებით საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ერთგულები", - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S