Accentnews.ge
ევროკომისარი მარტა კოსი: ვაქებ ქართველი ხალხის გაბედულ პრინციპულობას, ევროკავშირი თქვენს მხარეს არის

ევროკომისარი მარტა კოსი: ვაქებ ქართველი ხალხის გაბედულ პრინციპულობას, ევროკავშირი თქვენს მხარეს არის

02/12/2024 21:48:45 პოლიტიკა

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს:

"დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში შექმნილ შემაშფოთბელ ვითარებაზე. ვაქებ საქართველოს ხალხის გაბედულ პრინციპულობას ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლის გაგრძელებაში. თქვენი ნება უნდა იყოს გათვალისწინებული. აღარავითარი ძველებურად გაგრძელება. ევროკავშირი თქვენს მხარეს არის", – დაწერა მან.

მანამდე, 1 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი კაია კალასი და ევროპული საბჭო პრეზიდენტი ანტონიო კოსტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S