
მომიტინგეებმა, რომლებმაც რუსთაველის გამზირიდან თსუ-ის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს, ტერიტორია საპოლიციო ძალების გამოჩენისთანავე დატოვეს
03/12/2024 04:04:40 საზოგადოება
მომიტინგეებმა, რომლებმაც რუსთაველის გამზირიდან თსუ-ის პირველ კორპუსთან გამთენიისას გადაინაცვლეს, ტერიტორია საპოლიციო ძალების გამოჩენისთანავე დატოვეს.
მანამდე აქციის მონაწილეების ნაწილს თსუ-ის პირველ კორპუსთან გზა ჰქონდათ გადაკეტილი, მოწყობილი ჰქონდათ ბარიკადები და დანთებული ჰქონდათ ცეცხლი. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მიმართულებით პიროტექნიკა კვლავ გამოიყენეს.
ამ წუთებში ტერიტორია სრულად აქვთ დაკავებული სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს. ისინი ჭავჭავაძის გამზირს აქციის მონაწილეების მიერ მოწყობილი ბარიკადებისგან ათავისუფლებენ. სამართალდამცველებს ამ ტერიტორიაზე არავინ დაუკავებიათ. ადგილზეა განლაგებული წყლის ჭავლის მანქანაც.