
აქციის მონაწილეები ამ წუთებში ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავენ
03/12/2024 04:29:54 საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა თსუ-ის პირველი კორპუსიდან ვაკის პარკისკენ გადაინაცვლეს.
მანამდე, მომიტინგეებს, რომლებმაც რუსთაველის გამზირიდან თსუ-ის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს, თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარედ, ვარაზის ხევისა და კეკელიძის ქუჩის კვეთაზე, ჰქონდათ დაკავებული. მათ თსუ-ის პირველ კორპუსთან გზა ჰქონდათ გადაკეტილი, მოწყობილი ჰქონდათ ბარიკადები და დანთებული ჰქონდათ ცეცხლი.
დემონსტრანტებმა ტერიტორია საპოლიციო ძალების გამოჩენისთანავე დატოვეს.
სამართალდამცველებს თსუ-სთან არავინ დაუკავებიათ.