აქტივისტ დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა შესული

03-12-2024 13:40:59 საზოგადოება

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია დოდი ხარხელის ქმარმა ლევან წიკლაურმა გაავრცელა.

დაუზუსტებელია, რა საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს დოდი ხარხელის სახლში.

მისი ნათესავები, რომლებიც ახლა აქტივისტის სახლთან არიან შეკრებილები, ამბობენ, რომ დოდი ხარხელი პოლიციამ საბავშვო ბაღთან გააჩერა მას შემდეგ, რაც მცირეწლოვანი შვილი ბაღში დატოვა, პოლიციის ავტომობილში ჩააჯინა და სახლი წაიყვანა.

მეგობრები და ნათესავები ვარაუდობენ, რომ ის დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები