Accentnews.ge
ჟურნალისტი ირაკლი წულაია 3000 ლარით დაჯარიმდა: „ათმა სპეცრაზმელმა მირტყა, ჩაგვსვეს ავტობუსში და იქაც გვირტყეს“

ჟურნალისტი ირაკლი წულაია 3000 ლარით დაჯარიმდა: „ათმა სპეცრაზმელმა მირტყა, ჩაგვსვეს ავტობუსში და იქაც გვირტყეს“

03/12/2024 09:44:09 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სამართალდამრღვევად სცნო ჟურნალისტი ირაკლი წულაია და მას 3000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრა.

სამართალდამცავები მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

ირაკლი წულაია სპეცრაზმელებმა 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. როგორც იგი აცხადებს, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც დაკავებისას, ისე მინივენში, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში გადაიყვანეს.

"წარმოადგინეს ვიდეოკადრები, სადაც საერთოდ არ ვჩანდი. დამაჯარიმეს 3000 ათასი ლარით. თუმცა ამავე მუხლით სხვა ადამიანებს პატიმრობა დააკისრეს და ამ სისტემასა და ამ მოცემულობაში, ჯარიმის მადლობელიც უნდა ვიყო. თუმცა, 300 ათასი ქართველი დღეს დგას ქუჩაში და გამოდის, რომ ყველა დამნაშავენი ვარ. ათმა სპეცრაზმელმა მირტყა. შემდეგ ჩაგვსვეს ავტობუსში და იქაც გვირტყეს. ეს ადამიანები არ ვიცი ვინ არიან, მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, თუმცა სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც მივეცი ჩვენება და დღეს მივდივარ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე. თუმცა, იმედი არ მაქვს, რადგან ორივე ეს ინსტიტუტი ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა მან "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S